საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-02-15

.  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართა.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე პრემიერის მრჩეველმა დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციასა და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის საკითხებზე ისაუბრა. ნიკო თათულაშვილმა ყურადღება დაუთმო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ბოლო წლებში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებს, მიღწევებსა და გამოწვევებს.

კომიტეტის სხდომის ფარგლებში ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს სექტორული ინტეგრაციის პროცესზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური