საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №591

„მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის N483 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის N483 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, ორგანიზაციული კოდების _ „პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება" და „სამინისტროს პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება და 2010 წელს შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა" - ასიგნებების შემცირების ხარჯზე, შესაბამისი თანხის ფარგლებში გაზარდოს ორგანიზაციული კოდის - „მოსახლეობის ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერით უზრუნველყოფა" ასიგნება.";
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. მოსახლეობის სურსათის ვაუჩერით უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო დამატებითი რესურსის მოძიება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი წინადადებების საფუძველზე.".

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური