საქართველოს მთავრობა – 2011 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა და 2011 წლის შედეგები შეაჯამა. ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა და 2011 წლის შედეგები შეაჯამა.2011 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ჟურნალისტებს შეხვდა. ნიკა გილაურმა 2011 წლის შედეგები შეაჯამა და 2012 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით.

თქვენ და მთელ საქართველოს დამდეგი ახალი წელი მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული 2012 წელი. ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით წლის ბოლოს, 30 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას ანგარიშს აბარებს. ამ ტრადიციას წელსაც არ ვღალატობ. დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ მოკლედ მოგახსენოთ 2011 წლის შესახებ: რა გამოწვევები, პრობლემები და წარმატებები იყო.

2011 წელი მარტივი და ადვილი არ ყოფილა საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის და არც რეგიონისთვის. საქართველოსთვის მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად უმუშევრობა, სამუშაო ადგილების შექმნა რჩება. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ეძებს სამსახურს და ვერ პოულობს, ბევრ ჩვენ თანამოქალაქე დასაქმებულია, მაგრამ არ აქვს შესაბამისი ანაზღურება, ბევრს აქვს გარკვეული პროფესია, მაგრამ ამ პროფესიაზე ძალიან მცირე მოთხოვნაა. ეს საზოდაგოებისთის უმთავრესი პრობლემაა. ჩვენი მიზანია შევქმნათ სამუშო ადგილები და შევამციროთ უმუშევრობა.

ამ მიზანს ემსახურება 10 პუნქტიანი გეგმა, რომელიც წელს საზოგადოებას წარვუდგინეთ. „სტრატეგიული განვითრების 10 პუნქტიანი გეგმა" ერთერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც წელს საქართველოს მთავრობამ შექნმა, სადაც გაწერილია ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში სამუშო ადგილების შესაქმნელად და მთავარი პრობლემის - უმუშევრობის აღმოსაფხვრელად.

2011 წლის მიმოხილვას საგარეო პოლიტიკის შეფასებით დავიწყებ.
პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა და 2011 წლის შედეგები შეაჯამა.2011 საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამარჯვების წელია. ბოლო წლების განმავლობაში, 2008-დან მოყოლებული 2011-ის ჩათვლით, რუსეთი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას ცდილობდა. ცდილობდა ეთქვა და დაემტკიცებინა, რომ საქართელო ისეთი ქვეყანაა, რომელიც არ უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების წევრი. მაგრამ 2011 წელს ეს მცდელობა სრული კრახით დასრულდა. საქართველოს, მთავრობის ერთერთი მთავარი მიღწევაა საგარეო პოლიტიკის გამარჯვება, როდესაც ევროკავშირმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო და რუსეთის მოლოდინებისგან განსხვავებით, პირიქით, აშშ-მ და ევროპარლამენტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რომლიც მიხედვით რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე არის ოკუპანტი. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის უდიდესი წარმატებაა.

დასრულდა ძალიან რთული მკოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთნ დაკავშირებით. არ იყო მარტივი მოლაპარაკებები და საქართველოსთის ძალიან წარმატებულად დასრულდა. ყველა ჩვენი ძალიან კონკრეტული მოთხოვნები სრულიად დაკმაყოფილებულია. რუსეთს ამ დოკუმენტში უნდოდა ჩაწერა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის სხვადასხვა სავაჭრო რეჟიმები იარსებებდა, ხოლო რუსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის - სხვა რეჟიმი. ეს დოკუმენტი ამტკიცებს, რომ რუსეთს და საქართველოს შორის არის ერთიანი სავაჭრო რეჟიმი და პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთმა ხელი მოაწერა საქართველოს ერთიანობას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.

გარდა ამისა, ამ დოკუმენტში აღწერილია მონიტორინგის რეჟიმი, დამოუკიდებელი მესამე მხარე და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი. აქამდე ჩვენ არ ვიცოდით რა პროდუქცია შედიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორი ტიპის ვაჭრობა მიმდინარეობდა. დოკუმენტის მიღების შემდეგ აბსოლუტურად ყველა დეტალი გვეცოდინება, ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი შემუშავებულია და გვეცოდინება ყველაფერი იმის შესახებ, თუ რა ივაჭრება რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის.

ძალიან ბევრი მოვლენა იყო გასულ წელს, მაგრამ აღსანიშნავი ეს ფაქტები იყო, რომლებიც წარმოგიდგინეთ და ვთვლი, რომ საქართველოს გამარჯვება ბოლო სამწლიანი საგარეო პოლიტიკის ბრძოლაში 2011 წელს შედგა.

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა და 2011 წლის შედეგები შეაჯამა.ეკონომიკის კუთხით 2011 წელს ბევრი გამოწვევა იყო. ყველა აღიარებს, რომ მსოფლიო ახალ ეკონომიკურ კრიზისშია შესული. ამ ფონზე, საქართველო უფრო მაღალ მთლიან შიდა პროდუქტს აფიქსირებს, ვიდრე ეს წინასწარ იყო პროგნოზირებული, ვართ ერთერთი გამონაკლისი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელმას გავზარდეთ პროგნოზი. სავალუტო ფონდმა და ჩვენმა ექსპერტებმა განსაზღვრეს, რომ 2011 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდებოდა. ასევე, ყველა ქვეყანამთავისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განსაზღვრა. მესამე კვარტალში ქვეყნების 80%-მა შეამცირა პროგნოზი, მაშინ, როდესაც საქართველომ პირიქით - გაზარდა 6%-მდე. ეს აისახა ბიუჯეტში, მაგრამ საქართველოს ეკონომიკა წინასწარი მონაცემით 2011 წელს 6,5%-ით გაიზრდება.

პირველად, ერთ სულ მოსახლეზე 3000 დოლარიან ზღვარს ავცდით, 2011 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 1 სულ მოსახლეზე 3100 დოლარია. 2003 წელს მთლიანი შდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 900 დოლარი იყო.

2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით საქართველოს ჯამური ხარჯები 8,5 მლრდ ლარი იქნება, 2003 წელს საქართველოს ეკონომიკა მთლიანად იყო 8,4 მლრდ ლარი. საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი უდრის 2003 წელის საქართველოს ეკონომიკას, ხოლო ბიუჯეტი, 2003 წლის ბიუჯეტს რომ შევადაროთ, გაზრდილია 11 ჯერ.

უმნიშვნელოვანესი ფაქტი იყო სარეიტინგო სააგენტოების მიერ საკრედიტო რეიტინგის გაზრდა. იმ ფონზე, როდესაც Fitch-მა და Standard&Poor's-მა ძალიან ბერვ ევროპულ და ამერიკულ ქვეყანასსაკრედიტო რეიტინგი შეუმცირეს, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 4 ქვეყანას გაუზარდეს, ერთერთი მათგანი იყო საქართველო. ამით საქართველოს რისკები შემცირდა, სარეიტინგო სააგენტოებმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა დადებითად შეაფასეს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოში ბანკებს ახალი რესურსის მოზიდვა დასჭირდებათ, მათ შედარებით უფრო იაფად შეუძლიათ მოიპოვონ ის და შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები. თუ ქვეყანას დასჭირდა დამატებითი რესურსი, ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ საერთშორისო ბაზრებზე და უფრო იაფად ავიღოთ სესხი. თუ ქართულ კომპანიებს დასჭირდათ კომპანიის გაყიდვა ან პარტნიორის შემოყვანა, მათ უფრო ძვირად შეუძლიათ გაყიდონ თავისი კომპანიები. ეს ნიშნავს სარეიტინგო სააგენტოების მიერ ჩვენი რეიტინგის „B+"-დან „BB-" -მდე გაზრდა. ჩვენ BB კლასში გადავედით და ეს საკმაოდ მაღალი მიღწევაა. 

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა და 2011 წლის შედეგები შეაჯამა.

 

შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი, 2011 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 3,7%-ზე დაფიქსირდება, მომავალ წელს კიდევ უფრო შემცირდება. ერთერთი ყველაზე წარმატებული შემცირება გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში. 2009 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 9,2%-ზე გვქონდა და შევამცირეთ 3,7%-ზე. გარდა ამისა, ინფლაცია - ერთერთი ყველაზე პრობლემური საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. წლის დასაწყისში იყო 11%-ი, მაისში 14%-ზე ავიდა, ახლა ჩმოსულია 2%-ზე. საკმაოდ წარმატებული პოლიტიკა გავატარეთ, თუმცა ინფლაციის შემცირებაში ძლიან დიდი მნიშვნელობა საერთაშორისო ბაზრებს ქონდათ.

წელს საქართელოს საგარეო რეზერვები 35%-ით გაიზარდა, ეს რეკორდულად მაღლი ზრდაა. საბანკო სექტორიჯამში 30%-ით გაიზარდა. საკრედიტო პორტფელი გაიზარდა 24%-ით. საბანკო სექტორის აქტივები 2003 წელს იყო 1,3 მლრდ ლარი, ხოლო 2011 წელს შეადგენდა 12 მლრდ ლარს. საბანკო სექტორს საკმაოდ ჯანსაღი და კარგი წელი ქონდა, რაც პოზიტიურად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე.

ექსპორტი გაზრდილია 40%-ით, ვიზიტორთა რაოდენობაც გაზრდილია 40%-ით. მნიშვნელოვანია საგარეო ვალის შემცირება; გასულ წელს იყო 33%-ზე ოდნავ მაღლა, წელს დაფიქსირდება 31,3%-ი. განსაზღვრული გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო შემცირდება და ჩამოვა 29%-ზე.

უმუშევრობა - ერთერთი მნიშვნელოვანი თემაა. პირველი წელია, როდესაც საქართველოში უმუშევრობა მცირდება. ყოველ წელს უმუშევრობა ოდნავ იზრდებოდა, ეს გამოპწვეული იყო იმით, რომ სახელმწიფო სექტორი ამცირებდა თანამშრომლების რაოდენობას, კერძო სექტორი - ზრდიდა, მაგრამ ექვილიბრიუმი შედგა და წელს, წინასწარი მონაცემით, უმუშევრობა 16,5%-დან 15,7%-მდე შემცირდება.

ინფრასტრუქტურის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დასრულდა ან დაიწყო წელს: აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, მესტიის გზა - ერთერთი ყველაზე რთული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წელს შესრულდა, დაიწყო ქობულეთის შრმოვლითი გზა, დავიწყეთ სამტრედია-ზესტაფონის გზის მშენებლობა, დასრულდა სამცხე-ჯავახეთის გზის მშენებლობა - ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა წელს და რეზულტატები სახეზეა. დაიწყო მნიშვნელოვანი ახალი საგზაო პროექტები: რკინიგზაში დაიყწო სამი პროექტი - თბილისის შე,პვლითი რკინიგზის მაგისტრალი, თბილისი-ბათუმის მაგისტრალის რეაბილიტაცია და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა. ჯამში, საგზაო ინფრასტრუქტურაში 30 000 ადამიანი დასაქმდა, მომავალ წელს რკინიგზაში ამ მშენებლობებზე დამატებით 8000 ადამიანი დასაქმდება.

ენერგეტიკას ერთერთი წარმატებული წელი ქონდა... საქართველოში 10 ახალი ჰესის მშენებლობა დაიწყო. მთავარია არა მარტო ის, რომ ენერგეტიკა აკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნას და ექსპორტზე გააქვს ელექტროენერგია, არამედ ის, რომ ჩამოყალიბდა ახალი ინვესტიციების მოზიდვის ინდუსტრია. 10 ჰესი დაიწყო წელს, რაც რეკორდული მაჩვენებელია, მომავალ წელს კიდევ 10 ახალი ჰესის მშენებლობა დაიწყება. ჯამში, საუბარია ამ სფეროში 3,5-3,7 მლრდ დოლარის ოდენობის ინვესტიციებზე, რაც შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში შემოვა საქართველოში. ეს არის, მინიმუმ 13 ათასი ახალი სამუშო ადგილი.

სოფლის მეურნეობაში ერთერთი ყველაზე მძიმე წელი იყო. არის გარკვეული წარმატებები. პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა შესანახი მეურნეობების შექმნას, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. წელს საქართველოში პირველად შეიქმნა შესანახი მეურნეობები 20 ათას ტონაზე...
განვახორციელეთ სიმინდის და ხორბლის პროგრამა. ხორბლის პროგრამა წარმატებული იყო, თუმცა სიმინდის პროგრამა უფრო წარმატებული შეიძლება ყოფილიყო, გარკვეული ხარვეზები ნამდვილად იყო, მათ გამოსწორებაზე უკვე ვმუშაობთ.
პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა და 2011 წლის შედეგები შეაჯამა.

განათლებაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იყო - დავასრულეთ სკოლის ფორმულის რეფორმა და არსებული ხარვეზები გამოვასწორეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ დაიწყო მასწავლებლების სერტიფიცირება. ყველას: სამინისტროს, სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს ერთიანი მიზანი ჩანოუყალიბდათ - მოსწავლემ ისწავლოს, იშრომოს და უკეთესი იყოს. ეს მიზანი მიღწევადია იმ რამოდენიმე რეფორმის შედეგად, რომლებიც ჩვენ გავატარეთ: დირექტორების წახალისება, თუ მათი მე-12 კლასის მოსწავლეები ყველაზე კარგად ჩააბარებენ გამოცდებს; სერტიფიცირებული მასწავლებების წახალისება - სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ეძლევათ სახელფასო დანამატი 75 ლარის ოდენობით, თუ ჩააბარებენ ინგლისურს და კომპიუტერს, დამატებით 125 ლარი და თუ საუკეთესო 25%-ში აღმოჩნდებიან, მათი ჯამური ხელფასი 1000 ლარს შეადგენს... ამას 3-4 წლის წინ საქართველოში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა.

პირველკლასელებისთის კომპიუტერების დარიგება გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპიუტერებს აწერია „Made in Georgia", მე ამით ვამაყობ. ეს ახალი ინდუსტრიაა, რომელიც წელს დაიწყო საქართველოში.

3-4 თვის წინ ვინმეს ეგონა, რომ საქართველოში 1 თვეში 30-ი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი საავადმყოფო გაიხსნებოდა? ყველა იტყოდით, რომ ეს შეუძებელია. ასეთი რამ საქართველოში არასოდეს არ მომხდარა. საზოგადოებას 150 ახალ საავადმყოფოს შევპირდით და ამ პირობას შევასრულებთ. დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, 50-ზე მეტი საავადმყოფო გაიხსნა, ეს პროცესი გრძელდება იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში. მომავალი 5 თვის განმავლობაში დამატებით 20-30 საავადმყოფო/კლინიკა გაიხსნება საქართელოში. არ არსებობდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა - ახლა, საავადმყოფოები უკვე დატვირთულია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საზოგადოება კმაყოფილია რეგიონულ ცენტრებში ასეთი ტიპის კლინიკების არსებობით... შემდეგი ეტაპია სამედიცინო განათლების ამაღლება, ექიმების გადამზადება და ფინანსური ხელმისაწვდომობა, არა გეოგრაფიული, არამედ ფინანსური ხელმისაწვდომობა. აქვე აღსანიშნავია მომავალი წლის რეფორმა - პენსიების გაზრდა.

ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმებად შეიძლება ჩაითვალოს ჯანდაცვა და განათლება, იმიტომ რომ ორივე, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი რეფორმებია. განათლება იმიტომ, რომ სკოლის რეფორმა დასრულდა სინამდვილეში და ჯანდაცვა იმიტომ, რომ ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო და მომვალ წელს დასრუდლება. ორივე ძალიან რთული იყო, ორივეს გარკვეული ხარვეზები და პრობლემები, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ ვთვლი, რომ ორივეში სერიოზული წარმატება გვექნება, რომელსაც საზოგადოება დაინახავს. ყველა რეფორმას გარკევული დრო სჭირდება იმისათვის, რომ საზოგადოებამ ის კონკრეტულად აღიქვას.

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ეკონომიკისათვის "BB-" დაწინაურება - ეს არის არამარტო რომელიმე კონკრეტული სფეროს შეფასება, არამედ ეს არის ჯამში ქვეყნის ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, ქვეყნის გეოპოლტიკის შეფასება, ანუ ეს არის შეფასება იმისი, თუ რამდენად მაღლია თუ დაბალია ქვეყნის რისკები - ყველანაირი რისკები: გეოპოლტიკური, პოლიტიკური, შიდაპოლიტიკური, საგარეო-ეკონომიკური, სავაჭრო და ა.შ. ეს რისკების შეფასების ჯამია. ეს რისკები შემცირდა, მაშინ როცა მთელს მსოფლიოს - გაეზარდა."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური