საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 4 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 4 ნოემბრის მთავრობის სხდომა2011 წლის 4 ნოემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგში 70 საკითხი იყო შეტანილი.

 სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და ჰონკონგში გამართულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მთავრობის წევრების და საზოგადოების ყურადღება ორ საკითხზე მინდა გავამახვილო. პირველი - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები რამოდენიმე წელია მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან კონკრეტული მოთხოვნები გვქონდა და მისასალმებელია, რომ შვეიცარიული მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ეს მოთხოვნები ასახულია და გათვალისწინებულია. რამოდენიმე მათგანზე შევჩერდები: პირველი, საერთასორისო დამკვირვებლები. საერთაშორისო დამკვირვებელი მესამე მხარე იქნება - შევეიცარია, რომელიც ვაჭრობას გააკონტროლებს და მონიტორინგს გაუწევს. აღნიშნული დოკუმენტის მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს მთელს ტერიტორიასა და რუსეთს შორის ერთგვაროვანი სავაჭრო რეჟიმი. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დანარჩენ საქართველოს და რუსეთს შორის სხვადასხვა სავაჭრო რეჟიმები არ უნდა იყოს. არა. დოკუმენტში ხაზგასასმელია ერთგავორვნება სავაჭრო რეჟიმის საქართველოს მთელს ტერიტორიასა და რუსეთს შორის. მესამე, არის ინფორმაცია, რომელიც აქამდე არ გვქონდა, რომელსაც არ ვფლობდით. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის ვაჭრობა არის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის. საქართველოს მხარესთვის ეს ინფორმაცია სრულად იქნება მოწოდებული. ასეთი ტიპის ინფორმაცია უსაფრთხოების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მოლაპარაკებების დროს წამოყენებული ჩვენი მოთხოვნები გათვალისწინებული არის შვეიცარიის მხარის დოკუმენტში. დოკუმენტს უკვე გუშინ საღამოს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით რუსეთის მხარე დაეთანხმა. ეს დოკუმენტი არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო ჰონკონგის ღვინის ფესტივალია. ფესტივალზე 8 ათასზე მეტი ღვინო იყო წარმოდგენილი, აქედან 37 ღვინო იყო ქართული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პირველი დიდი გამარჯვებაა. აქამდე მხოლოდ ჭიდაობაში ჩამოგვქონდა ოქროს მედლები, ახლა ღვინოშიც გვაქვს იგივე მიღწევები. ქართულმა ღვინოებმა 17 ბრინჯაოს, 1 ვერცხლის და 2 ოქროს მედალი მიიღეს. არსებული 20 გრანპრიდან, ერთი გრანპრი "ქინძმარაულის მარნის" მუხის კასრში დაძველებულმა 2006 წლის "საფერავმა" აიღო.

ეს არის ჩინეთის და აზიის ბაზარზე შესვლის პირველი ნაბიჯი, პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ჰონკონგის ღვინის ეს ფესტივალი არის ყველაზე დიდი თავისი მასშტაბით მთელ აზიაში.

ჰონკონგის ღვინის ბირჟა ჩინეთში, ჩინურ ბაზარზე ღვინის შეტანის ყველაზე დიდი მექანიზმია. ღვინის ყველაზე დიდი რაოდენობა ჩინეთში ჰონკონგიდან შედის. შესაბამისად, ეს არის 100 ათასობით, მილიონობით თუ არა, ახალი მომხმარებელი. საქართველოში მილიარდობით დოლარი შემოვა, ეს არის შექმნილი ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილი საქართველოს სოფლის მეურნეობაში.

ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ ჩინური კომპანიები ჩამოვლენ საქართველოში, უფრო მეტი ღვინო გავა ექსპორტზე, საქართვლოში უფრო მეტი დისტრიბუტორები იქნებიან და ხელს მოაწერენ ახალ ხელშეკრულებებს, უფრო მეტი ღვინო გაიყიდება და სოფლის მეურნეობაში უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კიდევ ერთხელ მივულოცავ "ქინძმარაულის ღვინის მარანს" ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ არა მარტო მას, არამედ ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური