საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 27 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 27 დეკემბრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 27 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 90 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2011 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები შეაჯამა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. წელი მთავრდება. ვაგრძელებთ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას და მთავრობის სხდომაზე სამინისტროების ინფორმაციების მოსმენას. დღევანდელ სხდომაზე მოვისმენთ რამოდენიმე სამინისტროს მოხსენებას იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა 2011 წელს, რა პრობლემები ქონდათ, რისი მოგვარება ვერ მოხერხდა და რა 2012 წლის მტავარი მიზნებსი შესახებ.

30 დეკემბერს საზოგადოებას ტრადიციულად წარვუდგენთ სრულ მოხსენებას 2011 წლის მიღწევების, პრობლემების და 2012 წლის გეგმების, მთავარი მიზნები და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
2011 წლის შედეგებზე და საბოლოო მაკროეკონომიკურ ციფრებზე საუბარი ადრეა, თუმცა გვაქვს წინასწარი მონაცემები.

ეს მონაცემები წინასწარი ინფორმაციის სახით მინდა მივაწოდო ბიზნეს სექტორს, მთავრობის წარმომადგენლებს, საზოგადოებას.

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის წინსწარი ციფრია 6,5%-ი. ეს მონაცემი შეიძლება შეიცვალოს +/- 0,1 პროცენტით, მაგრამ წინასწარი ციფრი 6,5%-ია. მეორე მნიშვნელოვანი ციფრი ინფლაციის მონაცემია. წინასწარი მონაცემით, 2011 წლის 12 თვის ინფლაცია დაფიქსირდა 2 პროცენტზე, ხოლო წლის საშუალო ინფლაცია 8,5 პროცენტზე. წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შედარებით უფრო მაღალი იყო 11-12%-ი, მაისში ამ მონაცემმა 14%-ს მიაღწია, შემდეგ დაიწყო კლება.
გასული წლის დეკემბერთან შედარებით, დეკემბრის თვის 12 თვიანი ინფლაცია არის 2%-ი, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია დაფიქსირდა 8,5%-ზე. ეს არის წინასწარი მონაცემები, გვექნება ჯამური ინვესტიციების ჯამური ვაჭრობის, საგარეო ექსპორტისა და იმპორტის ციფრებიც, რომლებსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური