საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ვიზიტები

პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ლიბანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ლიბანში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ლიბანის პრეზიდენტს მიშელ სლეიმანს (Mishel Sleiman) და პარლამენტის სპიკერს ნაბიჰ ბერის (Nabih Berri) შეხვდა. აგრეთვე გაიმართა ნიკა გილაურის და ლიბანის პრემიერ-მინისტრის ნაჯიბ მიკატის (Najib Mikati) შეხვედრა.

ლიბანელ კოლეგასთნ შეხვედრის შემდეგ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ "უახლოეს მომავალში ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი. ასევე, შეთანხმება გვაქვს იმაზე, რომ ჩამოვაყალიბებთ სამთავრობო კომისიას ლიბანსა და საქართველოს შორის, რომელიც ექვს თვეში ერთხელ შეიკრიბება. ლიბანურმა კომპანიებმა საქართველოში ჩამოსვლის და საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ძალიან დიდი ინტერესი გამოხატეს".

ბეირუთში ბიზნესმენებთნ შეხვედრის დროს ნიკა გილაურმა საქართველოს ეკონომიკურ ვითარებაზე და პოტენციალზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური