2012 წლის 3-4 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღან შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასა და კულტურული მემკვიდრეობების საკითხს.
"თურქეთთან ერთად ვახორციელებთ ორ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს - ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა და ბორჩხა-ახალციხის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. ეს შესაძლებლობას მისცემს ქართულ კომპანიებს, უფრო მეტი ელექტროენერგია გაიტანონ ექსპორტზე თურქეთში და სხვა ქვეყნებში," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაური მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის დამფუძნებელს პროფ. კლაუს შვაბს (Prof. Klaus Schwab) შეხვდა. ბატონ შვაბთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმის მთავარო თემა იყო სახელმწიფოები, სადაც ყველაზე წარმატებული რეფორმები განხორციელდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური