საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №1603

წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე „ლენა ნაჭყებია საქართველოს წინააღმდეგ" 2012 წლის 2 ოქტომბერს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვა¬ლის-წი¬ნებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართვე¬ლოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 4 375 (ოთხი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი.

 

ბიძინა ივანიშვილი