საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 4 ოქტომბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

 

დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილვის მთავარი თემა არჩევნების შემდგომ შექმნილი ვითარება იყო. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს სთხოვა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა, რათა გარდამავალ პერიოდში, ვიდრე მოხდება ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და დამტკიცება, უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა განაგრძოს საკუთარი ფუნქციების შესრულება.