საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ლატვიაში ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლატვიის პრემიერ–მინისტრს ვალდის დომბროვსკის შეხვდა2013 წლის 6-7 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ვალდის დომბროვსკისთან ლატვიის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გამართა. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლატვიის გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო, როგორც პოლიტიკური ურთიერთობების, ისე ეკონომიკურ, კულტურულ, ენერგეტიკულ, სანტრასპორტო თუ სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლატვიის პრემიერ–მინისტრს ვალდის დომბროვსკის შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს და ლატვიას საერთო ისტორიული წარსული და ევროპული ფასეულობები აკავშირებს.
"რაც შეეხება ჩემს შეხვედრას ბატონ დომბროვსკისთან, მე მას გავაცანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საქართველოს საგარეო პრიორიტეტები. შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას. აღინიშნა „აღმოსავლეთ პარტნიორობისა" და ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობა. ჩვენი ამოცანაა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის შესაბამისად, მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა" გვთავაზობს. მიუხედავად წარმატებული ურთიერთობისა პოლიტიკურ სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის პოტენციალი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გამოყენებული,განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში, რომელიც აუცილებლად ჯეროვნად უნდა გამოვიყენოთ. მოხარული ვარ, რომ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მივიღებ რიგის კონფერენციაში",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშის შეხვდალატვიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშის შეხვდა. შეხვედრა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით ესწრებოდა, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტს ოკუპირებული რეგიონების საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშის შეხვდაარაღიარების პოლიტიკის გატარების პროცესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მანვე მადლიერება გამოთქვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ლატვიის აქტიური ძალისხმევისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის.გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა ბიძინა ივანიშვილისა და ანდრის ბერზინშის პირისპირ საუბარი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიელ ბიზნესმენებს შეხვდალატვიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სადილი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ლატვიელ ბიზნესმენებს შეხვდა და მათ საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. ლატვიელმა ბიზნესმენებმა გამოთქვეს ინტერესი და სურვილი საქართველოსთან ბიზნეს ურთიერთობების გაფართოების კუთხით.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეს სოლვიტა აბოლტინას შეხვდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძნა ივანიშვილი ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდამხარეებმა პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საპარლამენტო განზომილების გააქტიურება და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მეტი შესაძლებლობების შეიქმნა, რა მიზანსაც ემსახურება საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლა. აქვე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში იგეგმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ვიზიტი ლატვიაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრალატვიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა, სადაც ლატვიის ოკუპაციის ისტორიას გაეცნო. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ჩანაწერი გააკეთა სტუმართა წიგნში.
7 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიესს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების თემა განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის ლატვიაში ვიზიტის დროს ბიძინა ივანიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიესსსაკითხი დააყენა.
საუბარი ასევე შეეხო ეუთოს ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებს, მათ შორის ეუთოს სრულფასოვანი მისიის აღდგენას, ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშოპრისო მოლაპარაკებებში და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ შიკორსკის შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა რადოსლავ შიკორსკის პოლონეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტისას გულთბილი მიღებისათვის და აპრილში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ნატო-სა და ასპირანტ ქვეყნებს შორის შეხვედრის ორგანიზების საქმეში პოლონეთის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. მისივე თქმით, მსგავს ფორმატებში შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდაალიანსთან ასპირანტი ქვეყნების პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.
გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთეს.
რადოსლავ შიკორსკის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) არა მხოლოდ პარაფირებაზე, არამედ ხელმოწერის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს.
ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის დასასრულს ბიძინა ივანიშვილი რიგის კონფერენციის დახურვას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური