საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციას საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო გააცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2022-03-31

  ..

საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციები იყო მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართა.

FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელ დირექტორს ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალემსა და ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელ დირექტორ მიშელ ბონდს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა უმასპინძლა.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე პარტნიორობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს, რომლებზეც თანამშრომლობა სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებით მსგავსი მასშტაბის კომპანიების დაინტერესებას და მზად არის მათ ხელშესაწყობად.

FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესასწავლად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოიწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური