საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-03-31

  ..

კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობა.

კომპანიის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფებიან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სამუშაო შეხვედრებს მართავენ.

FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელ დირექტორს ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალემსა და ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელ დირექტორ მიშელ ბონდს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი შეხვდა.

შეხვედრაზე მიხეილ ხიდურელმა დელეგაციის წევრებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო. განიხილეს უპირატესობები, რომელიც ქვეყანას ბიზნესპროცესების დისტანციურად მიწოდებისა და IT მიმართულებით აქვს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უპირატესობებზე და ხაზი გაუსვა ადამიანური კაპიტალის კუთხით ქვეყანაში არსებულ რესურსებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური