საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

2014-09-29

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაური, მეუღლესთან ერთად, ნიუ-იორკში 21 სექტემბერს გაემგზავრა.
22 სექტემბერს, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე - „მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე'', ასევე დაესწრო თურქეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას.
ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად ასევე იმყოფებოდა პრეზიდენტ კლინტონისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებაზე.
23 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდა ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსს და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ასევე სიტყვით გამოვიდა კლიმატის სამიტზე, დაესწრო კლინტონის გლობალური ინიციატივის პლენარულ სესიას - Cities as Labs of Innovation/ Remarks by President Obama "Stand with Civil Society Agenda" და MoMa-ს მუზეუმში ქართული ფილმების პირველი რეტროსპექტიულ ჩვენება გახსნა. დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მიშელ ობამას მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის მონაწილე დელეგაციების მეთაურებისა და მათი მეუღლეების პატივსაცემად გაიმართა.
24 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის გახსნასთან დაკავშირებით გენერალური მდივნის მიერ გამართულ მიღებას და სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის (IEA) მიერ ორგანიზებული მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე -,,Invest in Georgia'' და კონფერენციაზე - „ღია მმართველობის პარტნიორობა".
დღის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის სახელით და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანის მიერ გაეროს გენერალური მდივნის პატივსაცემად გამართულ მიღებებს დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან,ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამად ალ საბაჰისთან, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრინც საუდ ალ ფაიზალთან, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასსან რუანისთან, კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერთან, კომპანია AECOM-ის წარმომადგენლებთან.
27 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნიუ-იორკში გვირგვინით შეამკო 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი. ვიზიტის დასასრულს კი ირაკლი ღარიბაშილმა არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოგალერეა