საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 3 ნოემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-03

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 3 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

2015 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის პროექტი, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 170 მილიონი ლარით გაიზარდა. მატება განპირობებულია საგადასახადო ადმინისტრირების ხარჯზე, მათ შორის:
25 მლნ ლარით გაიზარდა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება (აქედან თანხის ნაწილი მოხმარდება პენსიების ზრდას)
15 მლნ ლარით გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება
15 მლნ ლარით - შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება
15 მლნ ლარით - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დაფინანსება

2015 წლის 1 სექტემბრიდან ქულების მიხედვით, მაქსიმუმ 25 ლარით გაიზრდება სოციალურად დაუცველი პენსიონერების პენსია. ამასთან, პენსიები გაიზრდება 2016 წელსაც და ზრდა ყველა კატეგორიის პენსიონერს შეეხება.

2015 წლის 1 სექტემბრიდან ყველა კატეგორიის პედაგოგისთვის ხელფასი გაიზრდება 50 ლარით, ხოლო კატეგორიების მიხედვით, უფრო მეტით და უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლებისთვის ზრდა იქნება 200 ლარი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური