საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-28

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 28 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 39 საკითხი განიხილეს, დაემატა 13 საკითხი, გადაიდო 2 საკითხი, დამტკიცდა 50 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის14 აპრილის №291 დადგენილებაში. ცვლილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხარისხის ზრდას ითვალისწინებს.

ცვლილების მიზანია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხარისხის ზრდა. კერძოდ,მოხდება დამატებით 16 კოხლეარული იმპლანტის შესყიდვა, ასევე, დღის ცენტრის მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა შექმნის ამ საჭიროების მქონე პირთა მაქსიმალური დაკმაყოფილების შესაძლებლობას. იზრდება მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის, ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამებით და სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა.

დღის ცენტრის მომსახურების მიმღები პირებისთვის, მათ შორის, ბავშვებისთვის უმჯობესდება დაფინანსების პირობები და ამ მომსახურებით მოსარგებლე პირები განსაზღვრული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდებიან სრულად (შშმ ბავშვები დღეში 11 ლარის ოდენობით და შშმ სტატუსის არმქონე ბავშვები დღეში 6 ლარის ოდენობით). დაფინანსების პირობების ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს მიერ.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, სამი ახალი პროექტიწარადგინა, რომელთაგან ორი პროექტი ინტენსიური მეფრინველეობის მიმართულების არის.

"ჯამში ამ მიმართულებით 60 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო მზა პროდუქტის სახით წელიწადში, წელიწადნახევარში დაახლოებით 500 ტონა ქათმის ხორცს მივიღებთ. ასევე,ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პროექტი, რომელიც განხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბადიჭალაში. გაკეთდება მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიცგამოიმუშავებს ორთოპედიისთვის საჭირო ფირფიტებს, ასევე სპეციალურ ჭანჭიკებს. დღეს ორთოპედიული ფირფიტები მთლიანად იმპორტირებულია და, შესაბამისად, ეს იქნებაიმპორტის ჩამნაცვლებელი საწარმო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური