საქართველოს მთავრობა – საჯარო მმართველობა

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროგრეს ანგარიში (I-III კვარტალი, 2019)

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროგრეს ანგარიშის მიზანია სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების პროგრესის ჩვენება, მიღწევებისა და ხარვეზების გამოვლენა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდება.

ანგარიში შემუშავდა რეფორმის საბჭოს სამდივნოს (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის საჯარო მმართველობის სამმართველო) მიერ პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

პროგრეს ანგარიშის სტრუქტურის შედგენისას სამდივნომ იხელმძღვანელა ერთი მხრივ, პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოთი, ხოლო მეორე მხრივ, SIGMA-ს საჯარო მმართველობის რეფორმისა და სექტორული სტრატეგიების მომზადების, განხორციელების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სახელმძღვანელოს მიერ შემოთავაზებული მიდგომებით.

პროგრეს ანგარიში მოიცავს 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს (I-III კვარტალი).