საქართველოს მთავრობა – საჯარო მმართველობა

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრა და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობა საქართველოს (OGP) მაკოორდინირებელმა უწყებამ, „ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმს უმასპინძლა.

შეხვედრაზე სამდივნომ ფორუმის წარმომადგენლებს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის სამი კვარტლის მონიტორინგის შედეგები გააცნო. ვალდებულებების შესრულების პროგრესის შესახებ ზეპირი ანგარიშები წარადგინეს პასუხისმგებელმა უწყებებმა.

ფორუმის მონაწილეებმა ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების კალენდარი და სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯები განიხილეს.

2019 წლის გაზაფხულიდან ღია მმართველობა საქართველოს კოორდინაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. 2019 წლის აპრილში საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. საქართველოს მთავრობას მმართველ კომიტეტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენს.

 

ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის სტატუს ანგარიში (2019, I-III კვარტალი)

ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგი 2019 წლის ივნისის მდგომარეობით

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრის ოქმი, 27 დეკემბერი, 2019