საქართველოს მთავრობა – საჯარო მმართველობა

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის წლიური ანგარიში

2020-04-30

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის წლიური ანგარიშის მიზანია რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანებისა და მათი შედეგის ინდიკატორების, აგრეთვე, აქტივობების განხორციელების პროგრესის ჩვენება, მიღწევებისა და ხარვეზების გამოვლენა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდება.

ანგარიში შემუშავდა რეფორმის საბჭოს სამდივნოს (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის საჯარო მმართველობის სამმართველო) მიერ პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

მონიტორინგის ანგარიში მოიცავს 2019 წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს (I-IV კვარტალი).

წინამდებარე მონიტორინგის ანგარიშის ფარგლებში, სულ შეფასებულია 28 ამოცანის შედეგის ინდიკატორი და 54 აქტივობის შედეგის ინდიკატორი საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ხუთ სფეროში: პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ადგილობრივი თვითმმართველობა.