საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები
  • 20 დეკემბერი 2016
    საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა

    საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობ უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს; სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან, ბინალი ილდირიმთან შეხვედრისას გააკეთა.

  • 20 დეკემბერი 2016
    პრემიერმა ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. 

  • 20 დეკემბერი 2016
    პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ბერლინში მომხდარი ტრაგედიის გამო

    დღეს ბერლინში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც შობის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. შეძრწუნებული ვარ მომხდარით და დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. 

  • 19 დეკემბერი 2016
    პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ თავდასხმის შედეგად თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის - ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო.

  • 19 დეკემბერი 2016
    ერთობლივი წინასაახალწლო მიღება

    საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, მეუღლეებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ერთობლივ წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლეს.

  • 19 დეკემბერი 2016
    შეხვედრა ევროპარლამენტის დელეგაციასთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც თბილისს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში სტუმრობენ.

  • 17 დეკემბერი 2016
    პრემიერმა მთელ საქართველოს ბარბარობა მიულოცა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთელ საქართველოს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.

  • 16 დეკემბერი 2016
    შეხვედრა ADB–ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, იეშიმ ელჰან-კაიალარს შეხვდა.

  • 15 დეკემბერი 2016
    თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეპტუალური ხედვა შემუშავდა

    თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებისთვის, უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, კონცეპტუალური ხედვა შემუშავდა. გეგმა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით, PricewaterhouseCoopers (PwC)-მა მოამზადა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წარუდგინეს.

  • 15 დეკემბერი 2016
    შეხვედრა ავსტრიის ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არად ბენკოს შეხვდა.

<<  1 2 3 4 5   >>