საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ევრაზიის გვირაბის“ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-20

მთავრობის მეთაური, თურქეთს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლა. გიორგი კვირიკაშვილმა და ბინალი ილდირიმმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე იმყოფებოდა ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე, სადაც პატივი მიაგო 10 დეკემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნას.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი