საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები
  • 19 დეკემბერი 2017
    პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს უმასპინძლა

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფი იმყოფება.

  • 15 დეკემბერი 2017
    გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სომხეთის ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რუბენ სადოიანთან.

  • 15 დეკემბერი 2017
    უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა - ეს იყო ყოველთვის კულტურის კერა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი იმ ურთულესი წლების განმავლობაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" დაფუძნების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 15 დეკემბერი 2017
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში, ქალაქ პერპინიანში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, საუბედუროდ, მათ შორის ბავშვებიც არიან.

  • 14 დეკემბერი 2017
    პრემიერმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობა გახსნა

    ვეტერანის წოდება იწვევს განსაკუთრებულ მოწიწებას და, რა თქმა უნდა, მათ მიერ გაკეთებული საქმე გვაძლევს ჩვენ დღეს იმის საშუალებას, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში და მშვიდობიანად ვაშენოთ ჩვენი შვილებისთვის ხვალინდელი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 13 დეკემბერი 2017
    სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის შეფასება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან ერთად , სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის (2014 - 2017 წწ) შედეგები კონფერენციაზე "სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის" შეაჯამა.

  • 13 დეკემბერი 2017
    პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ,,მე დაწვრილებით გავეცანი გიორგი გაჩეჩილაძის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის, ნამდვილად, ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, რაც მე ვნახე და მოვისმინე. მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად პირადი შეურაცხყოფები მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ. ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა...

  • 12 დეკემბერი 2017
    პრემიერმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

    როდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა, რა თქმა უნდა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელს მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული თბილისის მთავარ სინაგოგაში, სადაც დღეს ხანუქას სანთელი აანთო.

  • 12 დეკემბერი 2017
    სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია

    სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღი პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მმართველობა, გამჭვირვალობა, რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯვა და, რა თქმა უნდა, ეფექტურობის კონტროლიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • 12 დეკემბერი 2017
    პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    დამერწმუნეთ, ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ნამდვილად, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

<<  1 2 3 4 5   >>