-
07 დეკემბერი 2019
გიორგი გახარია - ციტრუსის ფასებისა და რეალიზაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - აჭარელი გლეხი არის კმაყოფილისაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
-
07 დეკემბერი 2019
გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალობა და ემსახურონ თავიანთ ქვეყანას2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, - პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.
-
07 დეკემბერი 2019
გიორგი გახარია - UEFA-ს სტანდარტების სტადიონი ბათუმში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ტურიზმის სტიმულირებისთვისაც2020 წლის გაზაფხულიდან ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება. მოედნის სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეცნო.
-
03 დეკემბერი 2019
გიორგი გახარია - ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრებაგიორგი გახარია - ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენონ ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება
-
03 დეკემბერი 2019
გიორგი გახარია - საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სრულიად ახალი ლაბორატორიები თანამედროვე გამოწვევებს პასუხობსსაექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა და რაც მთავარია, ის ლაბორატორიები, რომლებიც ამ შენობაშია, არის უაღრესად მნიშვნელოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის და რაც მთავარია, საგამოძიებო კომპონენტის ეფექტურად წარმართვისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ შენობასთან და ლაბორატორიებთან დაკავშირებით განაცხადა.
-
30 ნოემბერი 2019
გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP-ის პროექტი გახსნასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
-
29 ნოემბერი 2019
გიორგი გახარია - რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ის აქტივი, რომელიც დღეს არაა ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაშიჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი და სწორედ ამიტომ ყველა ის აქტივი განსაკუთრებით სახელმწიფო საკუთრებაში, რომელიც არსებობს, რომელიც სრულად არაა ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
28 ნოემბერი 2019
გიორგი გახარია - თითოეული მოქალაქე გრძნობს,როგორ ვითარდება თბილისი ევროპული ქალაქად. კახი კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგანდღევანდელი ღონისძიება არის იმის დამადასტურებელი, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს მერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
-
28 ნოემბერი 2019
გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებსჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ბატონმა ბიძინამ აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
-
28 ნოემბერი 2019
გიორგი გახარია - სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობის უფლება არ უნდა მივცეთ არავის, სახელმწიფომ კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნოს მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზემიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლებად შეიძლება მიაჩნია პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა, ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ, სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და მსგავს ნაბიჯებზე ჩვენი პასუხი იქნება სრულად კანონიერი, გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.