საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი – 4 000 კვ.მ მიწაზე მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრის აშენების მიზნით სამთავრობო კომისიას შევქმნით ამოსაბეჭდი ვერსია

2022-01-24

როგორც იცით, საქართველოს გადაეცა 4 000 კვ.მ მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენებას ვგეგმავთ, სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას და დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ პროცესში პატრიარქის როლს.

„მის უწმინდესობასთან ერთად, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოსს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს იორდანიაში ზაზა კანდელაკს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ჩვენ ასევე ვთხოვეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, კერძოდ, მეუფე შიოს, მეუფე გერასიმეს, მეუფე დავითს, მეუფე თეოდორეს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური