საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო ამოსაბეჭდი ვერსია

2022-03-31

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო.

ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკო.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური