საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა გუთურის საჯარო სკოლა დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-05-13

.  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში იმყოფებოდა, სადაც გუთურის ახლად აშენებული სკოლა დაათვალიერა. განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნეს.

სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი, ამჟამად კი 92 მოსწავლე სწავლობს. შენობაში განთავსებულია 12 საკლასო ოთახი, კაბინეტები, სამედიცინო ოთახი, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, კომპიუტერების ოთახი, ლიფტი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით, ეზო სრულად არის კეთილმოწყობილი, სადაც განთავსებულია ღია სპორტული მოედანი.

მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 345 000 ლარი დაიხარჯა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური