საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჯოზეფ ბორელს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-05-18

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის წარდგენის მნიშვნელობაზე, კითხვარის შევსების პროცესზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ბოლო წლებში საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის დინამიკა.

შეხვედრაზე აღინიშნა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკის, პოლიტიკის და დემოკრატიზაციის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციასა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

განხილულ იქნა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, საუბარი, ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური