საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კობა წაქაძეს დაბადების დღეს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2022-05-19

დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენს ლეგენდარულ სპორტსმენს კობა წაქაძეს. ქართული სპორტის სიამაყეს - კობა წაქაძეს სწორედ თავისი ინდივიდუალური სტილისა და გამორჩეული ტექნიკის გამო უწოდეს ,,მფრინავი ტორპედო". ტრამპლინიდან ხტომაში თავისი განსხვავებული შესაძლებლობების წყალობით მან სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობაში მრავალგზის გაიმარჯვა და სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებაც მოიპოვა. იგი ღირსების ორდენის მფლობელია, რაც მის დამსახურებას მეტად თვალსაჩინოს ხდის.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ კობას დაბადების დღეს, ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი