საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2022-06-01

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ნიკოლ ფაშინიანი ქართველ ხალხს კეთილდღეობას და მშვიდობას უსურვებს.

„თქვენო აღმატებულებავ, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.

მეგობარი და ნათესავი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ურღვევი გზა მნიშვნელოვანია საუკუნეების მანძილზე სომეხ-ქართველი ხალხის საკუთარი იდენტობის და სულიერი ფასეულობების შენარჩუნებით, ისტორიის რთულ პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერით და ნათესაური ურთიერთობებისადმი სულის ერთგულების შენარჩუნებით.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველში არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტური გამოცდილება, მომავალში საჭირო ძალისხმევითა და ურთიერთსასარგებლო მიღწევებით დაგვეხმარება დავძლიოთ გამოწვევები ჩვენი ორი ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო მოძმე ქართველ ხალხს-კეთილდღეობას და მშვიდობას",- ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური