საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

მთავრობის მეთაურმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მილოცვა მიიღო ამოსაბეჭდი ვერსია

2022-06-01

საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

კირიაკოს მიცოტაკისი ხაზს უსვამს, რომ საბერძნეთი და საქართველო ძირძველი ისტორიით, კულტურითა და რელიგიით არიან დაკავშირებულნი.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსურს გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები მეგობრული ქართველი ხალხის აყვავების, კეთილდღეობისა და წინსვლისთვის.

ასევე, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ეროვნული დღის მოლოცვის წერილისთვის. საბერძნეთი და საქართველო ძირძველი ისტორიით, კულტურითა და რელიგიით არიან დაკავშირებულნი. ჩვენი თანამშრომლობა ჭეშმარიტად ვითარდება ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, თან დიდი პოტენციალიც გაგვაჩნია მათი შემდგომი განვითარებისა და გაძლიერებისთვის.

ამასთანავე, მინდა კვლავ გარწმუნოთ, რომ საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თან რჩება თქვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების გულმხურვალე მხარდამჭერად.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება", - აღნიშნავს საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური