საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-06-12

დღეს მთელს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის" გახსნის დღეა. მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს.

ტაძრის დაარსება ქართული ტოლერანტული ბუნებისა და ეზიდებისადმი უდიდესი პატივისცემის მკაფიო დასტურია, რასაც 2015 წელს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეუწყო ხელი.

ჩვენს შორის არსებული ძმური და სამაგალითო მეგობრობაზე აგებული ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. ჩვენ ერთად ვაშენებთ ქვეყნის მომავალს და ერთად ვზრუნავთ მის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, რაც უაღრესად დასაფასებელია.

დღეს, ასევე, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს დაარსების 10 წლის იუბილეა.

კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს დღევანდელ დღეს, ვუსურვებ მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი