საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა ამოსაბეჭდი ვერსია

2024-08-27

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა.

ახალ რწმუნებულს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ლევან ზალკალიანს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას იკავებდა. ასევე, იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური