2024-11-28
პარლამენტმა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და 2025 - 2028 წლების სამთავრობო პროგრამას - „მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ" 84 ხმით ნდობა გამოუცხადა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავდოთ პირობა ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ვიქნებით აბსოლუტურად პირნათელი და პირნათლად შევასრულებთ ჩვენს სამთავრობო პროგრამას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ჩვენი ეროვნული ამოცანების შესრულება, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებაც. ჩვენ თანმიმდევრულად ვივლით წინ, ვივლით წინ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისკენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური