საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2007 წლის 4 აპრილს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრს არტურ რასი-ზადეს. შეხვედრებზე ძირი-თადად განიხილეს ტრანსპორტის საკითხები და საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც მომავალი წლისათვის საქართველოს გაზმომარაგების შესახებ მოლაპარაკება მაისის ბოლოს გაიმართება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მაისის დასაწყისიდან საქართველო აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ექსპორტის რეჟიმზე გადადის. მაისიდან სექტემბრის ბოლომდე საქართველო 300-350 მილიონ კილოვატ ელექტროენერგიის ექსპორტს განახორციელებს და, საერთოდ, პირველად უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველო იქნება ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა.

ზურაბ ნოღაიდელმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯან-საქართველო-ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში. შეხვედრის მთავარი მიზანი როგორც ნავთობპროდუქტების, ისე სხვა ტვირთების ტრანსპორტირე-ბისათვის სამხრეთ კავკასიის დერეფნის ფუნქციონირება იყო. ,,ჩვენი ამოცანაა სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფანი ნებისმიერი ტვირთზიდვის ყველაზე მოკლე და იაფი გზა იყოს და ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი