საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2006 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ბაქოში ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების ალტერნატიული გზების მოძიებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება გამართა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილხამ ალიევს, პრემიერ-მინისტრს არტურ რასი-ზადეს, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრს ნატიკ ალიევს, ტრანსპორტის მინისტრს ზია მამედოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის საერთაშორისო კომპანიის პრეზიდენტს როვნაგ აბდულაევსა და კასპიის საინტეგრაციო საქმიანი კლუბის წევრებს.

"მოლაპარაკება ძალზედ წარმატებულად წარიმართა. მოლაპარაკების დღევანდელი რაუნდით, განსაკუთრებით პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრით.

კმაყოფილი ვარ. 6-8 დეკემბერს გაიმათება საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი მოლაპარაკება, სადაც საბოლოოდ გაირკვევა აზერბაიჯანული გაზით მომარაგების მოცულობა და შაჰდენიზიდან გაზის განაწილების პირობები. საქართველო ბუნებრივი აირის გარეშე არ დარჩება", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აზერბაიჯანში ვიზიტისას ზურაბ ნოღაიდელს თან ახლდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ხეთაგური.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი