საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2005 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვი­ზი­ტი უზბეკეთის რესპუბლიკაში

2005 წლის 17-18 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ოფიციალური ვიზიტით იმ­ყო­ფე­ბო­და უზ­ბე­კე­თ­ის რესპუბლიკაში.

17 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს აეროპორტში დახვდნენ: უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მო­ა­დ­გ­ი­ლე – საგარეო საქმეთა მინისტრი ელიორ განიევი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში დავით ზალკალიანი და სახელმწიფო პროტოკოლის უფროსი ალიშერ ყურამოვი.

18 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შავკატ მირზოევს, პრემიერ-მინისტრის მოადგილეს – სა­გა­რეო საქმეთა მინისტრს ელიორ განიევს. ხელი მოეწერა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საკონსულო კონვენციის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის ოქმს და საქართველოსა და უზბეკეთის რე­ს­პუ­ბ­ლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა თემურიდების სახელმწიფო მუ­ზე­უ­მი. იმავე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა უზ­ბე­კე­თ­ის რე­ს­პუბლიკის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი