საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2005 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკასა და ეუთო-ში

2005 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ევროპაში გაემგზავრა.

27 ოქტომბერს ვენაში ზურაბ ნოღაიდელი სიტყვით გა­მო­ვი­და ეუთოს საბჭოს სხდომაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა საქართველოს კონფლიქტურ ზონებში შექმნილ ვი­თა­რ­ე­ბა­ზე და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებზე, აგრეთვე რუ­სეთის პოლიტიკაზე ამ რეგიონებში. გეგმა მოიწონა ეუთოს წე­ვ­რ­მა ყველა სახელმწიფომ. სამშვიდობო ფორმატის გაფართოებასთან დაკავშირებით გა­რ­კ­ვე­უ­ლი შენიშვნები გამოთქვა მხოლოდ რუსეთმა.

ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანს მაქს პერინ დე რიშამბოს.

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ავსტრიის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. მათ ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი