საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2005 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში

2005 წლის 18-19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მი­ნი­ს­ტ­რი ზურაბ ნოღაიდელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყა­ზა­ხე­თ­ის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის პირველივე დღეს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ყაზახ კოლეგას დანიალ ახმეტოვს. ქართულმა დელეგაციამ და­ა­თ­ვა­ლი­ე­რა ასტანას ახალი ადმინისტრაციული ცენტრი, არქიტექტურული და­გეგმარების ოფისი და გაეცნო ქალაქის განვითარების გეგმას.

19 ნოემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ, საქართველო-ყაზახეთის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის თა­ნა­თა­ვ­მ­ჯ­დო­მა­რე ასკარ მამინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს შორის გა­ი­მა­რ­თა სამუშაო საუზმე. ამავე დღეს ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა "კაზმუნაიგაზის” პრე­ზი­დე­ნ­ტს უზუკბაი კარაბალინს.

მოგვიანებით გაიმართა საქართველო-ყაზახეთის მოლაპარაკებები გაფართოებული შე­მადგენლობით.

ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში "აკორდა” შედგა შეხვედრა საქართველოს პრე­მი­ერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსა და ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შორის.

ყაზახეთის რესპუბლიკის სენატში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მი­ნი­ს­ტ­რ­სა და ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს ნურტაი აბიკაევს შორის.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი