საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 10 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2008 წლის 10 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 19 საკითხი. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. დღის წესრიგი.

"მახარებს სამთავრობო ასპარეზზე ახალი საინეტერესო პიროვნებების გამოჩენა. ჩვენ, როგორც პრემიერ-მინისტრთან შევთანხმდით , რომელმაც ძალიან კარგად დაიწყო მუშაობა, ვაპირებდით გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავრობაში ფუნდამენტურ განახლებას. ახალი სისხლის გადასხმას. დღეს ეს განხორცილდა საკმაოდ უპრეცედენტო მასშტაბით. ჩვენ ბევრი საინეტერესო ახალი მინისტრი გვყავს და მინდა ყველას ვუსურვო წარმატებები მუშაობაში. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი. ჩვენ მსოფლიო უმძიმესი ეკონომიკრი კრიზისის ფონზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პირობებეში და ჩვენი სამუშაო ადგილების შექმნისთვის ბრძოლის პირობებში გვიხდება რამდენიმე მთავარი ამოცანის გადაწყვეტა. ახალი დანიშვნები მინისტრთა კაბინეტში ნიშნავს,რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა და მთავრობა ბევრად უფრო უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ ინსტიტუტებს და ევროპას, უზრუნველვყოთ მშვიდობა ქვეყანაში და სწორი გზით წარვმართოთ შეიარაღებული ძალების მშენებლობა და რეფორმირება. მთავრობიდან რამდენიმე კრიტრიუმი მაქვს მე პირადად მოთხოვნის. ეს არის კოორდინირებული მუშაობა, საკითხების ღრმა ცოდნა და მუდმივი ურთოერთქმედება ჩვენს ხალხთან ,ჩვენს საზოგადოებასთან, მუდმივი დანახვა იმისა თუ სად ვართ ჩვენ, საითკენ მივდივართ , რა პერსპექტივები გვაქვს, როგორ უნდა ვიაროთ ამ ამოცანების გადასაწყვეტად. გამოწვევები არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ამ ამ ამოცანებს სათანადო დონეზე შევასრულებთ. მე ტრადიციისამებრ მინდა გადავცე პრემიერს თქვენი ხელმძღვანელობის და მოვლის ფუნქცია. მინდა გისურვოთ ყველანაირი წარმატება თქვენს ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოში."- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.



საქართველოს პრემიერ-მისნიტრი გრიგოლ მგალობლიშვილი

" მე კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ჩვენს ახალ კოლეგებს.სანამ გადავიდოდეთ საკითხების განხილვაზე მინდა მოკლედ ავღნიშნო , რომ ჩვენ მუშაობაში არის თანმიმდევრულობა. იმ დანაპირებების და იმ გეგმების შესრულება, რომელიც ჩევნ მივეცით მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს ძალიან თანმიმდევრული 18 თვიანი გეგმა, რომლის სამმა თვემაც საკმაოდ წარმატებულად განვლო. ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, თუმცა მთავარი სირთულეები არის მომავალ თვეებში, ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც აგვისტოს მოვლენებამდე იმყოფებოდა. ეს მოითხოვს პირველ რიგში ჩვენ უკეთ კოორდინაციას, ეს მოითხოვს შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას. მინდა ჩვენს ახალ კოლეგებს კიდევ ერთხელ მივესალმო და ვუსურვო წარმატებები ამ რთულ, მაგრამ ამასთანავე ძალზედ მნიშვნელოვან საქმიანობაში."-აღნიშნა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი