საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N921

ლ. ჟვანიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ლაშა ჟვანიას, რათა საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს "საქართველოს მთავრობასა და შპს "მაგთიკომს" შორის ერთიანი სამთავრობო ქსელის პროექტის განხორციელების თაობაზე" 2007 წლის 10 აგვისტოს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში შესატან ცვლილებებს (მემორანდუმის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში (ცვლილებების განხორციელებისას) ყოველი კვარტლის ბოლოს წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს მთავრობას.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს "ე. შარაშიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ნოემბრის N810 განკარგულება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი