საქართველოს მთავრობის განკარგულება №832
28 დეკემბერი, 2007
სოფელ ლუჯთან მისასვლელი სტიქიით დაზიანებული მდინარე ხეშყურის ხიდის მშენებლობის შესახებ
1. სოფელ ლუჯთან მისასვლელი სტიქიით დაზიანებული მდინარე ხეშყურის ხიდის აგების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) 2008 წელს უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ხიდის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოთა განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტები) ოთარ სირაძეს.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე