საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №824

საქართველოს მთავრობის განკარგულება №824
24 დეკემბერი, 2007

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მნიშვნელო­ბიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (გ. არველაძე) წყალტუბოსა და ცაგერის რაიონებში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა განახორციელოს საქართველოს მთავრობასთან შე­თან­ხმებით.

2. საქართველოს შესაბამისმა სამინისტროებმა ენერგე­ტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ნამახ­ვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივა­ტიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით სათანადო ღონისძიებათა გან­ხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე