საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N602

საქართველოს მთავრობის განკარგულება N602
27 დეკემბერი, 2006

,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 21 დეკემბრის N1-1/1471 ბრძანება).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გნხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი