საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა
2021-03-10 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს წარმატებული საქმიანობა უსურვა. ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე, მანამდე კი, იგი კერძო სექტორში საქმიანობდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|