საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ პარიზში საჯარო მმართველობის ევროპული პრინციპების შესახებ OECD-ს მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2023-11-11 საფრანგეთში, ქალაქ პარიზში ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია OECD-ის გენერალურმა მდივანმა, მათიას კორმანმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ გახსნეს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ OECD-ის წევრი ქვეყნების, დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების, ასევე, OECD-ის, ევროკომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები. კონფერენციაზე OECD-ის მმართველობისა და მენეჯმენტის ხელშეწყობის პროგრამამ (SIGMA) საჯარო მმართველობის განახლებული პრინციპები ოფიციალურად წარადგინა. აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტია, რომელიც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებსა და პოტენციურ კანდიდატებს უკეთესი საჯარო მმართველობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. პრინციპები პირველად 2014 წელს გამოქვეყნდა, ხოლო მიმდინარე წელს, გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, განახლდა.
|