საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საჯარო მმართველობის განახლებული პრინციპების წარდგენის კონფერენცია გახსნა
2024-03-22 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საჯარო მმართველობის განახლებული პრინციპების წარდგენის კონფერენცია გახსნა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი ინიციატივის, მმართველობისა და მენეჯმენტის ხელშეწყობის პროგრამასთან (SIGMA) ერთად, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს დაიწყო. რეფორმა OECD/SIGMA-ს მიერ შემუშავებულ ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპებს ეყრდნობა და 5 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, ესენია: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია; საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა; ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება და საჯარო ფინანსების მართვა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური |