საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

დღეიდან შსს-ს ყველა დანაყოფის თანამშრომელს ხელფასი 125 ლარით გაეზარდა

2020-07-01

დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელს ხელფასი 125 ლარით გაეზარდა.

1 ივლისიდან ანაზღაურება ასევე გაეზარდათ:

► სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს;
► სოფლის ექიმებს და ექთნებს;
► სოციალურ აგენტებს.

1-ლი ივლისიდან 30-ლარიანი ზრდა შეეხო 70 წელს ზემოთ პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და I ჯგუფის შშმ პირთა პენსიებს.