საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ Die Welt-თან

2015-01-21

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ მისცა გამოცემა Die Welt-ს.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ გერმანულ გამოცემა Die Welt-ში მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.