საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2016 წლის 3 ნოემბრის მთავრობის სხდომა
2016-11-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - ,,აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დასაფინანსებელი „მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტის" ფინანსური პირობების შესახებ." მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიმართება ოფიციალური მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკთან ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაახლოებით 50 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას და ასევე მასთან მისასვლელ გზებს, რომლებიც აღნიშნულ გზასთან დააკავშირებს სარკინიგზო სადგურებს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |