საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
2022-03-29
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ყურადღება დაეთმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას", რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიან თანამშრომლობას და თანაარსებობას სამხრეთ კავკასიაში და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|