საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი ქედაში მშრალი ხილის საწარმოში იმყოფებოდა
2022-04-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი" დაათვალიერა. მთავრობის მეთაური საწარმოს მფლობელებს და დასაქმებულებს გაესაუბრა. საწარმოში პრემიერ-მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|